top of page
ჩვენს შესახებ: About
Image by Toa Heftiba

ჩვენ შესახებ

გაყიდვების ასოციაციის გახსნის ღონისძიება, 2022 წლის 22 მაისს, სასტუმრო ბილტმორში, გაიმართა. გაყიდვების ასოციაცია ბიზნესის წარმომადგენლების გაერთიანების პლატფორმაა, რომელიც უკვე 100-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

 

ასოციაციის მიზანია გაყიდვების პროფესიონალებმა გაიცნონ საინტერესო ადამიანები, გააზიარონ დაგროვებული ცოდნა, აიმაღლონ ცნობადობა და გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე.

მთავარი: How It Works
283962596_128221206505416_3323532705743538818_n.jpeg

გაყიდვების ასოციაციის მიზანი

ასოციაციის მიზანია, ბიზნეს წარმომადგენლებმა გაიცნონ საინტერესო ადამიანები და შეიძინონ დამატებითი კავშირები, ჩაერთონ სხვადასხვა გასვლით ღონისძიებაში, გააზიარონ დაგროვილი ინფორმაცია და აიმაღლონ ცნობადობა ვიდეოების, ბლოგების, ინტერვიუების, ტრენინგებში ჩართულობის, ქეის სთადების გაწერისა და სხვა აქტივობების საშუალებით.

ამავდროულად, ასოციაცია იზრუნებს, გაყიდვების პროფესიონალების საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაზეც - უცხოეთში გასვლითი ღონისძიებების და ტრენინგებში მონაწილეობაზე სხვადასხვა შეთავაზების სახით.

ბორდის წევრები

311803851_5605415046206124_2250421552426284816_n.jpeg

დავით ჩიკვაიძე - გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტი

„საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ტრენერი. დავითი გაყიდვების სერთიფიცირებული ტრენერია, 16 წლიანი გამოცდილებით გაყიდვების, მომსახურების მართვისა და ლიდერშიპის მიმართულებით. დავითი ავტორია წიგნისა „ანტი გაყიდვები“, რომელიც როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე, Amazon-ზეც წარმატებით იყიდება.

310535207_5571275019620127_6230659833984749124_n.jpeg

ეკატერინე ორბელაძე - გაყიდვების ასოციაციის ბორდის წევრი

MGL GROUP -ის გაყიდვების დირექტორი. ეკატერინე 15 წელზე მეტი საბანკო სფეროში მოღვაწეობდა, გაყიდვების მიმართულებით. ეკატერინე არის საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის წარმომადგენელი და პროექტების ხელმძღვანელი ბათუმში.

310646776_5571294822951480_5254391080847279365_n.jpeg

მარიამ ნაროუშვილი - გაყიდვების ასოციაციის ბორდის წევრი

მარიამი 12 წელზე მეტია საბანკო და სადაზღვევო სფეროში მოღვაწეობს. დღეს სს“თიბისი ბანკის“ საცალო სეგმენტის ლიგის სერვის ექსპერტია, საბანკო ღირებულებების შექმნის მიმართულებით

310446591_5571278539619775_3755786843520047332_n.jpeg

თორნიკე ტურიაშვილი - გაყიდვების ასოციაციის ბორდის წევრი

ციფრული სააგენტო „კრაკენის“ და „გიფერის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. თორნიკე ასევე არის „ელვის დელივერის“ თანადამფუძნებელი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი.

მთავარი: Courses
ჩვენი წევრი კომპანიები

551 36 70 36

QQ4C+HM9, Korneli Chaladze St, T'bilisi, Georgia

  • Facebook
  • YouTube
  • LinkedIn

©2022 by Sales Association.

bottom of page