top of page
Search
Writer's pictureSales Association

საქართველოში გაყიდვების ასოციაცია გაიხსნა

22 მაისს, სასტუმრო ბილტმორში, გაყიდვების ასოციაციის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ასოციაციის სამომავლო გეგმები და მიზნები განიხილეს, ამასთან ერთად, გაიმართა ასოციაციის წევრების ინტერესების პრეზენტაცია, საერთო ინტერესების მქონე ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს და გაცვალეს იდეები.


გახსნის ღონისძიებაზე სპიკერები იყვნენ გაყიდვების ასოციაციის ბორდის წევრები ანზორ მანწკავა, თორნიკე ტურიაშვილი, მარიამ ნაროუშვილი, ლევან გახელაძე, ეკატერინე ორბელაძე. ასევე, ანდრო დგებუაძე, ბიზნეს-კონსულტანტი, მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში და დავით ჩიკვაიძე, გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ტრენერი.


ასოციაციის მიზანია გაყიდვების სფერო უფრო აქტუალური და საინტერესო გახდეს, წევრებს კი საინტერესო ვორკშოპებსა და ღონისძიებებს სთავაზობს, ამასთან ერთად თითოეულ წევრთან სიღრმისეული კვლევა ტარდება, მათი ინტერესების გასაგებად, რადგან ხელი შეუწყოს საჭირო პარტიორისა თუ ინვესტორის მოძიებაში. გაყიდვების ასოციაცია სამომავლოდ გაფართოებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლასაც გეგმავს.

ასოციაცია, ბიზნესის წარმომადგენლების გაერთიანების პლატფორმაა, რომელიც ერთი თვის წინ დააფუძნდა და უკვე, 100-ზე მეტ წევრს აერთიანებს.


დიდი მადლობა ღონისძიებაზე დამსწრე თითოეულ სტუმარს!



35 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page